დონალდ ტრამპი თურქეთს, საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის გაფორმებულ მექის ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას დადებითად აფასებს

09:09, 17.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს, საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის გაფორმებულ მექის ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას დადებითად აფასებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ბოლოს და ბოლოს ხელი მოაწერეს მექის ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას. ეს აჩვენებს, თუ როგორ ერთიანდება ახლო აღმოსავლეთი და როგორ შეძლებენ ქვეყნები საბოლოოდ უფრო არსებითად საკუთარი თავის დაცვას. ვულოცავ აღნიშნული სამივე ერის დიდებულ ხელმძღვანელობას. ეს დიდი, თამამი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია – გასაოცარია!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება“ 7 აგვისტოს გაფორმდა. სამხედრო პაქტის ფარგლებში თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი უფროსი მინისტრების ჯგუფებს შექმნიან, ერთობლივ სწავლებებს ჩაატარებენ და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობას გაამყარებენ. შეთანხმების მიხედვით, ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად ჩაითვლება – ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის მსგავსად.

მსგავსი