დონალდ ტრამპი – დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭება ამერიკისთვის ძვირად ღირებული და უსამართლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მარტივად გამოვასწოროთ ეს კანონმდებლობის საშუალებით

20:58, 30.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მისი დადგენილების გაუქმებას ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა.

თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვეტილებას „ძალიან ცუდი“ უწოდა. მისივე თქმით, დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნისთვის „ძვირად ღირებული და უსამართლო გადაწყვეტილებაა“, ამიტომაც ის კონგრესში კანონმდებლობის საშუალებით მის შეცვლას შეეცდება.

„უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადების უფლებით მოქალაქეობა, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მარტივად გამოვასწოროთ ეს კონგრესში კანონმდებლობის საშუალებით, პრეზიდენტის მხარდაჭერით, რაც ახლა ამ პროცესშია განსაზღვრული. არ არის საჭირო ხანგრძლივი და რთული საკონსტიტუციო შესწორება! კონგრესმა დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ძვირად ღირებული და უსამართლო დაბადების უფლებით მოქალაქეობის დასრულებაზე. მათ ექნებათ ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა. ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე მოაწერა ხელი, თუმცა აღმასრულებელი განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდა.

მსგავსი