სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ამერიკის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას უზღუდავდა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა.
ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე მოაწერა ხელი, თუმცა აღმასრულებელი განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდა.