დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დღეს სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავენ
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დღეს სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავენ

დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი დღეს სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორაცია ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა დაადასტურა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის ერთ-ერთი თემა ჩრდილოეთ კორეა იქნება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხაში დააბრუნებენ და ფხენიანის წინააღმდეგ ახალი მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ტრამპი და პუტინი ისაუბრებენ სირიის კონფლიქტი იქნება. მათ შორის განიხილავენ სირიის პრეზიდენტის სოჭში ვიზიტს, რომელიც დღეს შედგა.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი სოჭში დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებს უსწრებს წინ, რომელზეც სირიის საკითხზე რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები იმსჯელებენ.