დონალდ ტრამპი და სი ძინპინი სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ
დონალდ ტრამპი და სი ძინპინი სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში, „დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის ფარგლებში დონალდ ტრამპი 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესებით იმუქრებოდა, თუმცა ოსაკაში გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებით ტარიფებს არ დააწესებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პეკინთან მოლაპარაკებებს განაახლებს.

ამასთან ერთად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს ჩინურ კომპანია „ჰუავეისთან“ თანამშრომლობა მომავალშიც შეეძლებათ, რაც თეთრი სახლის ლიდერმა ასევე ცოტა ხნის წინ აკრძალა.

დატოვე კომენტარი