დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინს 12 ივნისს სინგაპურში შეხვდება

18:52, 10.05.2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში 12 ივნისს შეხვდებიან.

ინფორმაციას ამერიკის პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით ავრცელებს.

„შევეცდებით, ეს იყოს განსაკუთრებული მომენტი მსოფლიო მშვიდობისთვის“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეხვედრა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვართან არ შედგებოდა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დემილიტარიზებული ზონა კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის იდეალური ადგილი იყო.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მარტში დათანხმდა.

მსგავსი