დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დებატების დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის ვადების საკითხზე დაუპირისპირდნენ

06:45, 30.09.2020
CLEVELAND, OHIO - SEPTEMBER 29: U.S. President Donald Trump (R) and Democratic presidential nominee Joe Biden participate in the first presidential debate at the Health Education Campus of Case Western Reserve University on September 29, 2020 in Cleveland, Ohio. This is the first of three planned debates between the two candidates in the lead up to the election on November 3. (Photo by Olivier Douliery-Pool/Getty Images)

არჩევნებამდე ხუთი კვირით ადრე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ტელედებატებში პირველად დაუპირისპირდნენ.

დებატების პირველი შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის ვადებს ეხებოდა. ოპონენტებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენის დროსთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა 2016 წლის არჩევნები მოიგეს, რასაც თავისი შედეგები მოაქვს. პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატ ემი კონი ბარეტზეც, რომელიც მისი თქმით, გამორჩეული მოსამართლე იქნება.

„ჩვენ მოვიგეთ არჩევნებში შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება ავირჩიოთ ის“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს, თუ ვინ დაიკავებს უზენაეს სასამართლოში გარდაცვლილ რუთ ბეიდერ გინსბურგი​ს ადგილს.

„ჩვენ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა იქნება ამ არჩევნების შედეგი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მოსამართლეობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს, სადაც ამჟამად უმრავლესობას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაპარტიელები – რესპუბლიკელები ფლობენ.

აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა.

მსგავსი