დონალდ ტრამპი - ჩვენს ძვირფას დოლარში ფული მოედინება
დონალდ ტრამპი - ჩვენს ძვირფას დოლარში ფული მოედინება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე და დოლარის გამყარებაზე წერს.

„ჩვენი ეკონომიკა ისეთ კარგ დღეშია, როგორც არასდროს. ჩვენს ძვირფას დოლარში ფული მოედინება. ასეთი რამ აქამდე იშვიათად თუ მომხდარა. კომპანიების შემოსავლები ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. ინფლაცია დაბალია, ბიზნესის ოპტიმიზმი კი ძალიან მაღალ დონეზეა“, – წერს ტრამპი.

მედიის ცნობით, დოლარმა მსოფლიოს სხვა ძირითად ვალუტებთან შედარებით 14 თვის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.