დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა, ცივი ომის ჩათვლით
დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა, ცივი ომის ჩათვლით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ში აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებზე წერს.

„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა, ცივი ომის ჩათვლით. არ არსებობს ამის მიზეზი. რუსეთს ჩვენი დახმარება სჭირდება ეკონომიკაში, რაც მარტივი გასაკეთებელია, ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა სახელმწიფომ ერთად ვიმუშაოთ. შევაჩეროთ გამალებული შეიარაღება?“ – წერს დონალდ ტრამპი.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ში რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი პოსტი გამოაქვეყნა. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს და გაანადგურებს. მოამზადე, რუსეთო, რადგან ისინი მოდიან, შესანიშნავები, ახლები და „ჭკვიანები“. თქვენ არ უნდა იყოთ გაზით გამგუდავი მხეცის პარტნიორები, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და ეს სიამოვნებს “, – დაწერა ტრამპმა.