დონალდ ტრამპი – ჩვენი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა, რადიკალური ისლამური თავდასხმები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში თავდასხმას ეხმაურება.
დონალდ ტრამპის თქმით, რადიკალური ისლამური ტერაქტები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.
„ჩვენი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ამერიკა ამ ბრძოლაში ჩვენი უძველესი მეგობრის გვერდით დგას. რადიკალური ისლამური თავდასხმები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს“, – წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ თვითერში.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა . საფრანგეთის მთავრობა მომხდარა ტერორისტულ აქტად აფასებს.
Our hearts are with the people of France. America stands with our oldest Ally in this fight. These Radical Islamic terrorist attacks must stop immediately. No country, France or otherwise can long put up with it!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 29, 2020