დონალდ ტრამპი – ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან, გვსურს, რომ ისინი შეჩერდნენ, დაბომბვები გრძელდება და გრძელდება, ყოველ კვირას იხოცება ხალხი, ათასობით ახალგაზრდა
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე.
„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან. გვსურს, რომ ისინი შეჩერდნენ. არ მომწონს დაბომბვები. ისინი გრძელდება და გრძელდება. ყოველ კვირას იხოცება ხალხი, ათასობით ახალგაზრდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს და ჯერჯერობით ეს საკითხები „ჰაერშია გამოკიდებული“.