დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს და ჯერ ეს საკითხები „ჰაერშია გამოკიდებული“
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს და ჯერ ეს საკითხები „ჰაერშია გამოკიდებული“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს და ჯერჯერობით ეს საკითხები „ჰაერშია გამოკიდებული“, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„პრეზიდენტი პუტინი მართლაც მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის იდეას, მაგრამ მანამდე საჭიროა მთელ რიგ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს კითხვები ჰაერშია გამოკიდებული და ჯერჯერობით მათზე პასუხი არავის გაუცია“, – აღნიშნა მან.

პესკოვმა განმარტა, რომ საუბარია კიევის რეჟიმის უუნარობაზე, აკონტროლოს მთელი რიგი ექსტრემისტული და ნაციონალისტური ქვედანაყოფების მოქმედებები, რომლებიც „უბრალოდ არ უსმენენ კიევს“.

„ეს დაკავშირებულია ასევე კიევის შემდგომი მილიტარიზაციის გეგმებთან, ყველა ეს ნიუანსი კვლავ დღის წესრიგშია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.