დონალდ ტრამპი – ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი რამ ხდება

11:44, 28.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში „ძალიან კარგი რამ ხდება“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი რამ ხდება“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შედგა.

შეხვედრის შემდეგ მოსკოვმა და კიევმა გამოხატეს მზადყოფნა, განაგრძონ დიალოგი. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებები  აბუ დაბიში მომდევნო კვირიდან გაგრძელდება.

მსგავსი