დონალდ ტრამპი – ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ, რა მოხდება, ირანს ძალიან სურს გარიგების დადება, მაგრამ ჯერ არ არიან მზად სწორი გარიგებისთვის

02:11, 22.08.2026

ბლოკადას თუ შეხედავთ, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მთელ იმ რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანში ჯერ არ არიან მზად „სწორი გარიგების“ დასადებად.

ჟურნალისტის კითხვაზე, ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი ხომ არ ნიშნავს, რომ სამხედრო ვარიანტი ამ ეტაპზე შეზღუდულია, ტრამპმა უპასუხა, რომ ასე არ არის.

„არა, საერთოდ არა. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ვხედავთ, რა ხდება. მათ ფული არ აქვთ, საზღვაო ფლოტი არ ჰყავთ, საჰაერო ძალები არ ჰყავთ. ისინი არ უხდიან ჯარისკაცებს, პოლიციელებს. მათთან ინფლაცია 350%-ია. ასე რომ, ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ, რა მოხდება. როგორც იცით, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს საზღვარზე. ბლოკადას თუ შეხედავთ, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მთელ იმ რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება. სიღრმისეულად რომ ვთქვათ, ეს სახმელეთო ტერიტორიებსაც მოიცავს. ასე რომ, მათ ძალიან სურთ გარიგების დადება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ არ არიან მზად სწორი გარიგებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი