დონალდ ტრამპი - ჩვენ გვყავს დიდი ძალები, რომლებიც ირანისკენ მიემართებიან, ბევრი გემი გვყავს ამ მიმართულებით, არ მინდა, რამე მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ
დონალდ ტრამპი - ჩვენ გვყავს დიდი ძალები, რომლებიც ირანისკენ მიემართებიან, ბევრი გემი გვყავს ამ მიმართულებით, არ მინდა, რამე მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო გემები ირანისკენ მიემართებიან, თუმცა იმედოვნებს, რომ დარტყმები საჭირო არ გახდება.

„ჩვენ ბევრი გემი გვყავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის. ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ გვყავს დიდი ძალები, რომლებიც ირანისკენ მიემართებიან. მე არ მინდა, რომ რამე მოხდეს, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა.