დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ქვეყანა, მაგრამ გვყავს რადიკალი მემარცხენე გიჟების ჯგუფი, ამ პრობლემას მოვაგვარებთ
ვფიქრობ, გამოძიებაში დიდი პროგრესი შეინიშნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩარლი კირკის მეუღლესა და ოჯახს ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ღელავდა თუ არა საკუთარი უსაფრთხოების გამო, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ქვეყანაზე ღელავს.
„მე ნამდვილად ვნერვიულობ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ქვეყანა, მაგრამ გვყავს რადიკალი მემარცხენე გიჟების ჯგუფი. ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავდამსხმელს „სათანადოდ“ მოექცევიან.
„ის ცხოველია. რაც მან გააკეთა, სამარცხვინოა. იმედია, დავიჭერთ და ძალიან სათანადოდ მოვექცევით“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში არიზონაში ჩარლი კირკის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს.
„ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.