დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება, რომელსაც ირანთან დაკავშირებით მივიღებ, ეს იქნება მარტივი ან რთული გზა

13:48, 04.10.2026
Screenshot

Screenshot

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

„ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება, რომელსაც ირანთან დაკავშირებით მივიღებ. ირანი განადგურებულია. ამიტომ, ერთადერთი კითხვა ის არის, ეს იქნება ან მარტივი გზა ან რთული. ჩვენ გვექნება მარტივი ან რთული გზა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლიდან გასვლისას.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ირანი „ფაქტობრივად უარს ამბობს“ ბირთვული იარაღის შეძენის ნებისმიერ გეგმაზე.

„სხვათაშორის, ირანი, როგორც იცით, პრაქტიკულად უარს ამბობს ბირთვული იარაღის ნებისმიერ გეგმაზე”, – განაცხადა მან.

იქამდე კი, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი თანაშემწეები საიდუმლოდ შეხვდნენ კემპ დევიდში, რათა განეხილათ აშშ-ის ვარიანტები ირანთან და იემენში საუდის არაბეთისა და ჰუსიტების კონფლიქტთან დაკავშირებით.

,,როიტერს” წყაროებმა განუცხადეს, რომ ირანი უფრო ფართო და ძალისმიერ პასუხს ამზადებს, თუ შეერთებული შტატები განაახლებს მასშტაბურ სამხედრო თავდასხმებს.

მსგავსი