დონალდ ტრამპი - ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი
დონალდ ტრამპი - ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი

არ ვიცი, გაიგეთ თუ არა, მაგრამ ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით. ეს იყო მიზანი. ეს იყო ყველაფრის 95 პროცენტი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანს უფრო მეტად სურს შეთანხმების დადება, ვიდრე შეერთებულ შტატებს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელს რამდენიმე დღეში მოაწერენ და შესაძლოა, ეს ევროპაში მოხდეს.