დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს ძალადობა
დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს ძალადობა

ჩვენ არ გვსურს ძალადობა, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მან აშშ-მექსიკის საზღვართან გამგზავრებამდე ვაშინგტონში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენებზე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჩვენ არ გვსურს ძალადობა, აბსოლუტურად არანაირი ძალადობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატების უკანასკნელი ძალისხმევა მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით დაგმო და სასაცილო უწოდა. ტრამპის თქმით, იმპიჩმენტი, „პოლიტიკის ისტორიაში ალქაჯებზე უდიდესი ნადირობის გაგრძელებაა“. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ეს ქმედება ქვეყანას უდიდეს საფრთხეს უქმნის და დიდ ბრაზს იწვევს.