დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინას შტატის მცხოვრებლებს მოუწოდებს, საკუთარი არჩევანი როგორც უბანზე, ისე ფოსტის საშუალებით დააფიქსირონ

10:49, 03.09.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინას შტატის მცხოვრებლებს მოუწოდებს, თავიანთი არჩევანი როგორც უბანზე, ისე ფოსტის საშუალებით დააფიქსირონ.

ამის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

„მივცეთ მათ ნება, რომ ფოსტით მისცენ ხმა, ხოლო შემდეგ საარჩევნო უბანზეც მივიდნენ. თუ მათი სისტემა ისეთივე კარგია, როგორც ამბობენ, მაშინ ისინი მეორედ ხმას ვერ მისცემენ“, – განაცხადა ტრამპმა.

„როიტერი“ წერს, რომ ტრამპის მიერ შეთავაზებული იდეა არაკანონიერია და ამასთანავე, აშშ-ში ხმის მიცემისას ნებისმიერი ტიპის გაყალბება ძალიან იშვიათია. დემოკრატები პანდემიის პირობებში არჩევნების ფოსტით ჩატარებას უჭერენ მხარს, თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ ამ ტიპის ხმის მიცემისას არჩევნების გაყალბების შანსი ძალიან მაღალია.

მსგავსი