დონალდ ტრამპი - ჩიკაგოს მერი, ასევე ილინოისის გუბერნატორი უნდა იყვნენ ციხეში, მათ ვერ შეძლეს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრების დაცვა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩიკაგოს მერი ბრენდონ ჯონსონი და ილინოისის გუბერნატორი ჯეი რობერტ პრიცკერი უნდა დააპატიმრონ.
ტრამპის თქმით, მათ ვერ დაიცვეს აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩიკაგოს მერი უნდა იყოს ციხეში, რადგან ვერ შეძლო აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრების დაცვა. ასევე გუბერნატორი პრიცკერი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჩიკაგოში ეროვნული გვარდიის დანაყოფები გაგზავნა, რაც ილინოისისა და ჩიკაგოს ხელისუფლებებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.