დონალდ ტრამპი – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შევხვდები და განვიხილავთ სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც შევადგინეთ

22:56, 15.07.2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შოტლანდიაში ვიზიტისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება და სავაჭრო შეთანხმებას განიხილავს.

„ჩვენ შევხვდებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ძალიან პატივსაცემი ადამიანია. შეხვედრა ალბათ აბერდინში გვექნება. განვიხილავთ სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც შევადგინეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ 25-29 ივლისის დონალდ ტრამპი გეგმავს, ეწვიოს გოლფის ორ საკუთარ ობიექტს ტერნბერისა და აბერდინში.

მსგავსი