დონალდ ტრამპი – ბრიტანელი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან და სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან

22:05, 24.01.2026
President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან და სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ავღანეთში 457 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ბევრი კი დაიჭრა.

„გაერთიანებული სამეფოს დიდი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქნებიან. ავღანეთში 457 მათგანი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაიჭრა და ისინი ყველა უდიდეს მეომარს შორის იყვნენ. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაწყვეტა შეუძლებელია. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალები უზარმაზარი გულითა და სულით არავის ჩამოუვარდება, აშშ-ის გარდა. ჩვენ ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით. პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, 23 დემებერს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტრამპის განცხადებას შეურაცხმყოფლად და შემაძრწუნებლად მიიჩნევს. კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

მსგავსი