დონალდ ტრამპი – აშშ-ში ხმის მიცემის პროცესი კორუმპირებულია

12:17, 05.10.2026

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 125 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა. შედეგები კი კენჭისყრის დასრულებიდან მალევე, იმავე დღეს, გამოქვეყნდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშშ-ის არაერთ ქალაქსა და შტატში, სადაც გაცილებით ნაკლები ხმა ფიქსირდება, შედეგების დათვლას მეტი დრო სჭირდება.

„დეტროიტში, ფილადელფიაში, კალიფორნიასა და აშშ-ის არაერთ სხვა ქალაქსა და შტატში, სადაც ამაზე გაცილებით ნაკლები რაოდენობის ხმაა, შედეგების მისაღებად ხშირად კვირები სჭირდებათ – რომ გააყალბონ, ვგულისხმობ, დათვალონ. აშშ-ში ხმის მიცემის პროცესი კორუმპირებულია“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფლავიო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა დაამარცხა, თუმცა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება.

წინასწარი შედეგებით, ხმების თითქმის სრულად დათვლის შემდეგ, ბოლსონარომ დაახლოებით 47%, ლულამ კი 45% მიიღო. ლულა და სილვამ არჩევნების შედეგს მოულოდნელი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ბრძოლა დასრულებული არ არის.

მსგავსი