დონალდ ტრამპი - ბირთვული განიარაღების პროცესი ძალიან, ძალიან მალე დაიწყება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველი და გულწრფელი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს აშშ-ჩრდილოეთ კორეის ახალი ურთიერთობების დამყარების თაობაზე, კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიანი და მტკიცე სამშვიდობო რეჟიმის დასამყარებლად. პრეზიდენტმა ტრამპმა პასუხისმგებლობა აიღო უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თავმჯდომარე კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მისი მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების შესახებ“.

მოლაპარაკების შემდეგ კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ისტორიული შეხვედრისას „ლიდერებმა გადაწყვიტეს, უკან მოიტოვონ წარსული. მსოფლიო მნიშვნელოვან ცვლილებებს იხილავს“. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ მან კიმ ჩენ ინთან განსაკუთრებული კავშირის დამყარება შეძლო და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები განსხვავებული იქნება. მან კიმ ჩენ ინი „ძალიან ჭკვიან“ პიროვნებად მოიხსენია. სამიტის შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შეხვედრა „იმაზე უკეთესად წარიმართა, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა“.

„ბირთვული განიარაღების პროცესი ძალიან, ძალიან მალე დაიწყება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე, ადგილობრივი დროით 9 საათზე, სასტუმრო კაპელაში შეხვდნენ. აუდიენცია დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა და მას მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა. ამის შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მოლაპარაკების მაგიდასთან დელეგაციების სხვა წევრებიც შეუერთდნენ.

Trump and Kim Jong Un Prepare for Lunch at Singapore Summit

President Trump asks reporters if they can capture a photo of "everybody so we look nice and handsome and thin" as he prepares for a sit down lunch with Kim Jong Un. https://ti.me/2y35nJf

Posted by TIME on 2018 წლის 11 ივნისი, ორშაბათი