დონალდ ტრამპი - ბევრი ამერიკელი შეშფოთებულია, რომ ბოლო დროს ქვეყანაში ბენზინის ფასი გაიზარდა, ჩვენი ეკონომიკა მალე დაიწყებს ძლიერ ზრდას, ისეთს, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში ბენზინის ფასები დაიკლებს.
მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე ვითარება მალე გაუმჯობესდება.
„ბევრი ამერიკელი შეშფოთებულია, რომ ბოლო დროს ქვეყანაში ბენზინის ფასი გაიზარდა. ეს მოკლევადიანი ზრდა მთლიანად გამოწვეულია ირანის რეჟიმის მიერ მეზობელი ქვეყნების კომერციულ ნავთობის ტანკერებზე შეშლილი ტერორისტული თავდასხმებით — ქვეყნების, რომლებსაც ამ კონფლიქტთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენი ეკონომიკა ძლიერია და ყოველდღიურად უმჯობესდება, მალე ძლიერ ზრდას დაიწყებს, ისეთს, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ის გადააჭარბებს იმ დონეს, რაც ერთი თვის წინ ჰქონდა“, – აღნიშნა ტრამპმა.