დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუს დღეს კიდევ შევხვდები და მხოლოდ ღაზაზე ვისაუბრებთ, ღაზა ტრაგედიაა, ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი
დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუს დღეს კიდევ შევხვდები და მხოლოდ ღაზაზე ვისაუბრებთ, ღაზა ტრაგედიაა, ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დღეს კვლავ შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება განიხილონ.

„ჩვენ მხოლოდ ღაზაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ეს საკითხი უნდა გადავჭრათ. ღაზა ტრაგედიაა და ნეთანიაჰუს სურს მისი მოგვარება. მეც მინდა მისი მოგვარება და ვფიქრობ, მეორე მხარესაც სურს მისი მოგვარება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, როგორც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა აღნიშნა, დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ოთხი დარჩენილი საკითხიდან სამი უკვე მოგვარებულია.

„იმედი გვაქვს, ამ კვირის ბოლომდე გვექნება შეთანხმება, რომელიც 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოგვიტანს“, – განაცხადა უიტკოფმა.