დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას, კლინტონებისა და ტელეკომპანია CNN-სთვის საეჭვო მოწყობილობების გაგზავნის ფაქტს გმობს
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას, კლინტონებისა და ტელეკომპანია CNN-სთვის საეჭვო მოწყობილობების გაგზავნის ფაქტს გმობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის, ბილ და ჰილარი კლინტონებისა და ტელეკომპანია CNN-სთვის საეჭვო მოწყობილობების გაგზავნის ფაქტს გმობს. დონალდ ტრამპის თქმით, გამოძიების პროცესში ჩართულია როგორც ფედერალური ბიურო, ასევე შიდა უსაფრთხოების სამსახური და აშშ-ის საიდუმლო სამსახური. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება მისი უმთავრესი პრიორიტეტია.

გამოძიების ფედერალური ბიურო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამომგზავნს ეძებს. აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამასა და ჰილარი კლინტონისთვს გაგზავნილ საეჭვო შეფუთვას ადრესატებამდე არ მიუღწევია. მისი აღმოჩენა საიდუმლო სამსახურმა შეძლო, როდესაც მაღალჩინოსნებისთვის პროტოკოლით გათვალისწინებულ საფოსტო გზავნილების შემოწმებას ახორციელებდა.

თუმცა, მოწყობილობა საფოსტო ყუთში აღმოაჩინეს ჯორჯ სოროსის ოჯახის წევრებმა. ასევე კონგრესმენმა დები ვასერმან-შულცმა ფლორიდაში და ტელეკომპანია CNN-ის რედაქციამ. სამივე შემთხვევაში კონვერტზე მათი მისამართები გამგზავნის ველში იყო მითითებული, ადრესატებად კი არასწორი მისამართები იყო დაბეჭდილი, რის გამოც საფოსტო სამსახურმა კონვერტები “უკან” მათ “გამგზავნებს” დაუბრუნა.

სამართალდამცველების განცხადებით, ამანათში მოთავსებული მოწყობილობა ხელნაკეთი და მოქმედია. ის 15 სმ სიგრძისა და 3 სმ სიგანის შავ მილს წარმოადგენს, რომელზეც ოთხკუთხედი ფორმის საგანი, სავარაუდოდ მექანიზმია მიმაგრებული. მოწყობილობებს სპეციალისტები სწავლობენ, რის შემდეგაც მათი კონტროლირებადი აფეთქება მოხდება.