დონალდ ტრამპი - ბარაკ და მიშელ ობამებმა სახლთან 10-ფუტიანი კედელი აღმართეს, აშშ-საც სჭირდება მსგავსი კედელი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ბარაკ და მიშელ ობამებმა საკუთარ სახლთან 10-ფუტიანი კედელი აღმართეს და მსგავსი დამცავი ბარიერი აშშ-საც სჭირდება. ასეთი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ით გააკეთა.
„პრეზიდენტმა ობამამ და მისის ობამამ კოლუმბიის ოლქში, საკუთარ სახლთან 10-ფუტიანი კედელი აღმართეს. მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს საჭიროა მათი უსაფრთხოებისთვის. აშშ-საც სჭირდება მსგავსი კედელი, თუმცა უფრო მასშტაბური ვერსია“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდის გამოყოფას ითხოვს, რაზეც დემოკრატები უარს ამბობენ. აშშ-ის მთავრობის ნაწილი 22 დეკემბრიდან დაფინანსების გარეშე რჩება.
