დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის შემცირებას გეგმავს
დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის შემცირებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო AFP თეთრი სახლის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

დღეისთვის ავღანეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედროთა რიცხვი 14 000 აღწევს. სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპი 7 000-მდე ჯარისკაცის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.

19 დეკემბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ძალები სირიასაც ტოვებენ. ამერიკული კონტინგენტი აქ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქურთებითა და არაბი მებრძოლებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან განლაგებული. სირიიდან სამხედროების უკან გაწვევის მიზეზად პრეზიდენტმა ისლამური სახელმწიფოს დამარცხება დაასახელა, რომელიც მისი თქმით, აშშ-ის სირიაში ყოფნის მთავარი მიზეზი იყო.