დონალდ ტრამპი – აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმება, სავარაუდოდ, საკმაოდ მალე იქნება მიღწეული

15:00, 12.09.2026

აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმება, სავარაუდოდ, „საკმაოდ მალე” იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ვიზიტისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-თან შეთანხმება სურს როგორც კანადას, ისე ირანსაც.

„ისინი თითქმის მთელ თავიანთ ბიზნესს ჩვენთან აწარმოებენ, ამიტომ ჩვენ მათთან ძალიან მცირე ვაჭრობა გვაქვს. მაგრამ, იცით, მათ ჩვენი ფერმერებით ისარგებლეს და ამიტომ კანადას ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა, ისევე როგორც ირანს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა. თუმცა, უბრალოდ, არ მგონია, რომ ისინი მზად არიან, მაგრამ კანადას შეთანხმება სურს. იმედი მაქვს, კანადა აფასებს იმ ფაქტს, რომ ირანთან ერთად ერთსა და იმავე წინადადებაში მოვიხსენიე – ძალიან საინტერესო დროა. კანადას შეთანხმება სურს და ირანსაც სურს შეთანხმება. შესაბამის დროს ეს ორივე საკითხი, შეიძლება, მოგვარდეს.

რაც შეეხება ირანს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობას ვფლობთ და ბევრი ძლიერი კოზირი გვაქვს, მაგრამ მათ ბირთვული იარაღი, არ შეიძლება, ჰქონდეთ. კანადა კი ჩვენი ფერმერების მიმართ უკეთ უნდა მოიქცეს. მათ არ შეუძლიათ ჩვენს ფერმერებს ტარიფები დაუწესონ. ისინი ჩვენს ფერმერებს 400%-იან ტარიფებს აკისრებდნენ და კიდევ ბევრი სხვა საკითხი იყო. ასე რომ, როდესაც ეს საკითხები მოგვარდება, ისინი მზად იქნებიან, ეს ყველაფერი გააუქმონ… და, იცით, ალბათ საკმაოდ მალე იხილავთ შეთანხმებას კანადასთან”, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი