დონალდ ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს – „მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“

19:09, 10.04.2026

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ  ტრამპმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რომელიც 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშია დაგეგმილი.

აშშ-ის პრეზიდენტი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, რომელიც პაკისტანში უკვე გაემგზავრა.

ვენსი გახდება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც 1979 წლის შემდეგ ირანთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მსგავსი