დონალდ ტრამპი - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები ყოველთვის იდეალური იყო, ვიდრე კირ სტარმერი გამოჩნდებოდა, სამწუხაროდ, ის უინსტონ ჩერჩილი არ არის
დონალდ ტრამპი - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები ყოველთვის იდეალური იყო, ვიდრე კირ სტარმერი გამოჩნდებოდა, სამწუხაროდ, ის უინსტონ ჩერჩილი არ არის

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები ყოველთვის იდეალური იყო, ვიდრე კირ სტარმერი გამოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ის უინსტონ ჩერჩილი არ არის, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტარმერი მზად იყო, გაეგზავნა ორი ავიამზიდი მხოლოდ „გამარჯვების შემდეგ“, როდესაც მათთვის საფრთხე აღარ იარსებებდა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს გრძელვადიანი, ძლიერი ურთიერთობა, რომელიც „უნდა იყოს საუკეთესო“. თუმცა, მისივე თქმით, ეს ურთიერთობა გაუარესდა სტარმერის პრემიერმინისტრობის პერიოდში.

„სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა.