დონალდ ტრამპი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამიტის გამართვას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამიტის გამართვას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეასთან კონტაქტები განაახლა და ორმხრივი სამიტის გამართვას არ გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მხარეებმა შესაძლოა, კვლავ დანიშნონ სამიტის თარიღი და სავსებით შესაძლებელია, რომ შეხვედრა 12 ივნისს შედგეს, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი.

„ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, ეს 12 რიცხვი იყოს. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მათაც და ჩვენც გვსურს ამის გაკეთება. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის გაუქმების შესახებ განაცხადა.