დონალდ ტრამპი – აშშ-ს აქვს „საბრძოლო მასალის“ უზარმაზარი მარაგი, თავდაცვის კომპანიები აშენებენ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ქარხნებსა და საწარმოებს

10:09, 06.08.2026

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს „უზარმაზარი რაოდენობის“ საბრძოლო მასალა აქვს.

„შეერთებულ შტატებს აქვს „საბრძოლო მასალის“ უზარმაზარი მარაგები, განსაკუთრებით გარკვეული სახეობის. გარდა ამისა, დიდი რაოდენობა მზადდება და შეერთებულ შტატებში იგზავნება საჭიროებისამებრ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, თავდაცვის კომპანიები აშენებენ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ქარხნებსა და საწარმოებს.

მანამდე „სიენენმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის არმიამ ამოწურა თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემის, THAAD-ის რაკეტების თითქმის 80%.

მსგავსი