ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის გეგმა აქვს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა დავოსში გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს გეგმა და ვფიქრობ, მას ძალიან კარგად გავუმკლავდებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესანიშნავად მუშაობს. ისინი პროფესიონალები არიან“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ცხრა ადამიანამდე გაიზარდა, 400-ზე მეტი კი დაინფიცირებულია.