დონალდ ტრამპი - აშშ პოლონეთში 2000 ამერიკელ სამხედროს გააგზავნის
დონალდ ტრამპი - აშშ პოლონეთში 2000 ამერიკელ სამხედროს გააგზავნის

აშშ პოლონეთში 2000 ამერიკელ სამხედროს გააგზავნის, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ამერიკელი სამხედროები პოლონეთში გერმანიიდან ჩავლენ და აშშ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდას არ აპირებს. ტრამპის განცხადებით, „რუსეთი პოლონეთს პატივისცემით მოეკიდება“.

„სამწუხაროდ, პოლონელები ძალიან ხშირად ზარალდებიან. ისინი ყველაფრის შუაში არიან. როდესაც ცუდი რამე ხდება, მაშინ პირველ რიგში ეს პოლონეთს ეხება“,- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის პოლონეთში გამგზავრებას აპირებს, თუმცა ტრამპს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

თავის მხრივ პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოების გეგმის დეტალები ამ კვირაში გასაჯაროვდება.