დონალდ ტრამპი - აშშ მზად არის, სხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სასუნთქი აპარატებით დაეხმაროს
დონალდ ტრამპი - აშშ მზად არის, სხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სასუნთქი აპარატებით დაეხმაროს

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, სხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, სასუნთქი აპარატებით დაეხმაროს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეზოში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ დავეხმარებით სხვა ქვეყნებს. დავეხმარებით იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, სხვა ქვეყნებს. ძლიერად დავეხმარებით. ვფიქრობ, რუსეთს დასჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები. მათ ახლა რთული დრო აქვთ მოსკოვში. ჩვენ მათ დავეხმარებით. ჩვენ დავეხმარებით სხვა ქვეყნებს, რომლებსაც სუნთქვის აპარატები სჭირდებათ, ჩვენ ბევრი გვექნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-ის ასობით ათასი სასუნთქი აპარატი ექნება, რადგან მათი წარმოება „ჯენერალ მოტორსმა“ და სხვა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიებმა დაიწყეს.