დონალდ ტრამპი - აშშ მართავს ვენესუელას, ვიდრე უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გარდამავალ პერიოდს არ განვახორციელებთ
აშშ მართავს ვენესუელას, ვიდრე უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გარდამავალ პერიოდს არ განვახორციელებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ამიტომ ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა ვინმე ჩაერიოს და იგივე სიტუაცია შეიქმნას, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა. ახლა უკვე იქ ვართ. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით, ვიდრე არ გვექნება მართვა, ფაქტობრივად, ვიდრე სათანადო გადასვლა არ მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ვენესუელას შორის „პარტნიორობა“ ვენესუელის ხალხს „მდიდარს, დამოუკიდებელსა და უსაფრთხოს“ გახდის.
ტრამპმა მადუროს „უკანონო დიქტატორი“ უწოდა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ში „მომაკვდინებელი უკანონო ნარკოტიკების კოლოსალური რაოდენობის“ შეტანაზე.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ვენესუელაზე მეორე, „გაცილებით მასშტაბური“ თავდასხმა განახორციელოს.