დონალდ ტრამპი – აშშ-მა ვენესუელაში 65 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის მარაგის უმეტესობაზე კონტროლი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოიპოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ვენესუელასთან ნავთობის „ისტორიულ“ შეთანხმებას მიაღწია.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ამერიკის ნავთობის მარაგებსა და მიწოდებას გაზრდის და ბენზინის ფასებს შეამცირებს.
„ჩემი მითითებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, ვენესუელის უაღრესად პატივცემულ დროებით პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან მჭიდრო თანამშრომლობით და კერძო ბიზნესთან პარტნიორობის გზით, უზრუნველყვეს ვენესუელაში 65 მილიარდ ბარელზე მეტი დადასტურებული ნავთობის მარაგის უმეტესობაზე აშშ-ის კონტროლი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
„სიენენის“ ცნობით, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება ასევე დადებითად შეაფასა.
„ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ სვლა ენერგიის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციის განმტკიცებისკენ, გამოვიყენოთ ჩვენი უზარმაზარი მარაგები ეროვნული განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი დასაქმებულებისთვის შემოსავლების გასაზრდელად და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა როდრიგესმა.