დონალდ ტრამპი – აშშ-მა უნდა უპასუხოს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას

21:28, 09.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულ შტატებმა უნდა უპასუხოს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას.

„ჩვენმა სამხედროებმა ახლახან შემატყობინეს, რომ გუშინ ღამით ირანელებმა ჰორმუზის სრუტეზე პატრულირებისას ჩვენი ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური Apache-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს“, – წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპის თქმით, ვერტმფრენში ორი პილოტი იმყოფებოდა, რომლებიც უსაფრთხოდ არიან.

„ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვერტმფრენი ამერიკული ძალების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ირანული ნავთობის გადაზიდვებისა და ტანკერების ბლოკადის განხორციელებისას, რომელთა მიზანიც თეირანზე ზეწოლაა, რათა ქვეყანა შეთანხმებას დათანხმდეს.

მედიის ცნობით, ამავე ტიპის ვერტმფრენებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც იყენებდნენ ირანული დრონების ჩამოსაგდებად.

მსგავსი