დონალდ ტრამპი - აშშ-მ ირანში 7000-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა და 100 გემი გაანადგურა
დონალდ ტრამპი - აშშ-მ ირანში 7000-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა და 100 გემი გაანადგურა

აშშ-მ ირანში 7000-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა და 100 გემი გაანადგურა, – ამის შესახებ  დონალდ ტრამპი „ტრამპ-კენედის ცენტრის“ საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო კამპანია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრული ძალით გაგრძელდა.

„ისინი ფაქტობრივად განადგურდნენ, საჰაერო ძალები გაქრნენ, საზღვაო ძალები გაქრნენ, ბევრი გემი ჩაიძირა. მათი რადარები გაქრა და მათი ლიდერები გაქრნენ. ირანული დრონების გაშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მეზობლების მიმართულებით, ასევე საწარმოო ობიექტებისა და საზღვაო სამიზნეების მიმდინარე მიზანში ამოღება“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-მა ირანის 30-ზე მეტი დამნაღმველი გემი გაანადგურა და ახლა ირანის შესაძლებლობები დრონების კუთხით „ნულთან ახლოსაა“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი „აკეთებენ იმას, რაც მრავალი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო“.

აშშ-ის პრეზიდენტის  თქმით, აშშ „აკავებს“ ირანის შესაძლებლობას, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ქვეყნებზე, რომლებმაც აშშ-ის დახმარებაზე უარი თქვეს.

„მათ თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა, ჩავერთოთ. ვიცი, რომ ჩვენ ვიცავთ მათ და თუ ოდესმე დახმარება დაგვჭირდება, ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.