დონალდ ტრამპი - აშშ კვლავ მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივ მშვიდობას, ვაღრმავებთ პარტნიორობას რეგიონულ ურთიერთობებში, ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას
დონალდ ტრამპი - აშშ კვლავ მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივ მშვიდობას, ვაღრმავებთ პარტნიორობას რეგიონულ ურთიერთობებში, ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას

აშშ კვლავაც მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივ მშვიდობას, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისთვის გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილში.

ტრამპი მიესალმება აზერბაიჯანის ძალისხმევას, წინ წასწიოს გასული წლის აგვისტოში პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმება, ასევე საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარე პროცესი, სომხეთისთვის საწვავის მიწოდება და „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ორივე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებებს.

„ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს პარტნიორობას რეგიონულ ურთიერთობებში, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში, მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას ამ, ისევე როგორც სხვა სფეროებში“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის წერილში.