დონალდ ტრამპი - აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი დარჩება ირანში და მის გარშემო, ვიდრე მიღწეული „ნამდვილი შეთანხმება“ სრულად არ შესრულდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები „ადგილზე დარჩებიან“, ვიდრე ირანთან „ნამდვილი შეთანხმება“ არ შესრულდება.
მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალა ემზადება, ისვენებს და შემდეგი შეტევის მოლოდინშია.
„აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი, დამატებითი ამუნიციით, შეიარაღებით და ყველაფრით, რაც აუცილებელია უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის ლეტალური განადგურებისთვის, დარჩება ადგილზე ირანში და მის გარშემო, ვიდრე მიღწეული „ნამდვილი შეთანხმება“ სრულად არ შესრულდება. რაიმე მიზეზით ეს თუ არ მოხდება, რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ „სროლა დაიწყება“ – უფრო მასშტაბურად, უკეთესად და ძლიერად, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს. ეს დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული და მიუხედავად ყველა ცრუ რიტორიკისა, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და ჰორმუზის სრუტე იქნება ღია და უსაფრთხო. მანამდე ჩვენი დიდებული სამხედრო ძალა ემზადება და ისვენებს, ფაქტობრივად შემდეგი შეტევის მოლოდინშია. ამერიკა დაბრუნდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.