დონალდ ტრამპი – აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ვენესუელიდან მომავალ ხომალდს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა
აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ვენესუელიდან მომავალ ხომალდს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავანადგურეთ ხომალდი, სადაც ძალიან ბევრი ნარკოტიკი იყო. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ნარკოტიკი შემოდის, ეს უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ეს ვენესუელიდან მოდის“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით პენტაგონი მალე დამატებით დეტალებს გაავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს იყო პირველი ოპერაცია მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ რეგიონში სამხედრო ხომალდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.