დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, რობერტ კენედი უმცროსს საიდუმლო სამსახურის დაცვის მიღებისკენ მოუწოდებს
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, რობერტ კენედი უმცროსს საიდუმლო სამსახურის დაცვის მიღებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, რობერტ კენედი უმცროსს საიდუმლო სამსახურის დაცვის მიღებისკენ მოუწოდებს.

„იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მე მჯერა, რომ აუცილებელია, რობერტ კენედი უმცროსმა დაუყოვნებლივ მიიღოს საიდუმლო სამსახურის დაცვა. კენედების ოჯახის ისტორიის გათვალისწინებით, ეს აშკარად სწორი იქნება!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეგახსენებთ, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად, ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.