დონალდ ტრამპი - აშშ-ის პირველ ქალ პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა ქვეყნის შეურაცხყოფა იქნება
დონალდ ტრამპი - აშშ-ის პირველ ქალ პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა ქვეყნის შეურაცხყოფა იქნება

აშშ-ის პირველ ქალ პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა ქვეყნის შეურაცხყოფა იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში, მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ხალხს არ მოსწონს და აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი ვერასდროს იქნება.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კამალა ჰარისი ვერმონტის შტატის სენტარორზე, ბერნი სანდერსზე უფრო მეტად მემარცხენეა.

„გაიხსენეთ კამალა ჰარისი. მას გამარჯვება უნდოდა, მაგრამ მისი რეიტინგი ეცემა. იცით რა? ხალხს ის არ მოსწონს. არავის არ მოსწონს. ის არასდროს არ უნდა იყოს პირველი ქალი პრეზიდენტი. ეს ჩვენი ქვეყნის შეუარაცხყოფა იქნება. ბაიდენმა უწმინდური ალიანსი შექმნა რადიკალი მემარცხენეების ყველაზე სახიფათო ელემენტებთან. თქვენ ეს იცით, შეშლილ ბერნისთან და სხვებთან. სხვათაშორის, იცით, ვინ არის შეშლილ ბერნიზე უფრო მემარცხენე? კამალა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.