დონალდ ტრამპი – აშშ-ის მსხვილი ნავთობკომპანიები ვენესუელაში შევლენ და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ

21:59, 03.01.2026
President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მსხვილი ნავთობკომპანიები ვენესუელაში შევლენ.

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ ვენესუელას გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მართავს.

დონალდ ტრამპის თქმით, ეს ასევე გულისხმობს აშშ-ის ნავთობკომპანიების ქვეყანაში შესვლას.

„ჩვენი ძალიან დიდი ნავთობკომპანიები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდები არიან, შევლენ, მილიარდობით დოლარს დახარჯავენ, მძიმედ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ნავთობის ინფრასტრუქტურას შეაკეთებენ და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი