დონალდ ტრამპი - აშშ-ს ირანში რეჟიმის შეცვლა არ სურს, ეს „დემოკრატებმა“ ლიბიაში უკვე სცადეს
დონალდ ტრამპი - აშშ-ს ირანში რეჟიმის შეცვლა არ სურს, ეს „დემოკრატებმა“ ლიბიაში უკვე სცადეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ირანში რეჟიმის შეცვლა არ სურს. მისივე თქმით, ეს „დემოკრატებმა“ ლიბიაში უკვე სცადეს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ვისკონსინში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, აშშ ყურადღებით აკვირდება ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ტრამპის განცხადებით, ირანელი დემონსტრანტები აშშ-ს მხარს უჭერენ.

„ირანელები აპროტესტებენ რეპრესიულ რეჟიმს და ითხოვენ უკეთეს მომავალს. ირანელი ხალხი დაიღალა იმის ცქერით, თუ როგორ ძარცვავს მათი ხელისუფლება ქვეყანას, რათა დათესოს სიკვდილი, ძალადობა და ომი. ირანის ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ უნდა დაუშვას აქტივისტების მკვლელობა. მათ მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დატოვე კომენტარი