დონალდ ტრამპი – აშშ ინგრევა, უსაფრთხოების, ეროვნული უშიშროებისა და დემოკრატიის კუთხით ძალადობრივი ეროზია მიმდინარეობს, ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ლიდერობას შეუძლია

14:40, 02.01.2025

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ნიუ ორლეანში თავდასხმის გამო გააკრიტიკა.

როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ეს ორგანოები არაეფექტურია და ფაქტობრივად, არ არსებობს ხელმძღვანელობა.

არჩეულ პრეზიდენტს ორლეანის თავდასხმაზე პირდაპირი მინიშნება არ გაუკეთებია, თუმცა მან რამდენიმე საათის წინ Truth Social-ზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, როგორიცაა FBI და იუსტიციის დეპარტამენტი, არ შეასრულეს თავიანთი საქმე.

„პროცესებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ახლავე უნდა ჩაერთოს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის. აშშ ინგრევა – უსაფრთხოების, ეროვნული უშიშროების და დემოკრატიის კუთხით ძალადობრივი ეროზია მიმდინარეობს მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით“, – წერს ტრამპი.

ტრამპმა აღნიშნა, რომ პროცესების შეჩერება მხოლოდ ძლიერ მმართველობას შეუძლია.

„მხოლოდ ძალას და ძლიერ ლიდერობას შეუძლია ამის შეჩერება. შევხვდებით 20 იანვარს. გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მსგავსი